გიორგი ვაშაძე: საქართველოში სამართალდამცველი უწყებები ასრულებენ ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთებს
05-09-2016, 08:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკური გაერთიანება "პაატა ბურუჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აფასებს.

 


„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ სამართალდამცავი ორგანოები ემსახურებიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებს, განსაკუთრებით წინასაარჩვენო პერიოდში. ამის არა ერთი ფაქტი არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთი ჩვენი შემთხვევა, გაიქურდა ოფისი ნინოწმინდაში. იქვე იდგა კამერები, თუმცა დღემდე არ ვიცით ვინ გაქურდა, ვინ გააკეთა ეს ყველაფერი, თან ამ ოფისიდან მაინც და მაინც წაღებულია საბუთები - ჩვენი მხარდამჭერების სიები და მეხსიერება, სხვა ფაქტობრივად, არაფერი. სამწუხაროდ, საქართველოში სამართალდამცველი უწყებები ასრულებენ ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთებს. ამას სჭირდება ფუნდამენტური გარდაქმნა, კოსმეტიკური ცვლილებები არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ სამართალდამცავი ორგანოები პოლიტიკური გავლენისგან გამოვიდნენ. ჩვენი პოლიტიკური გუნდი სწორედ ამას გააკეთებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, პოლიციაში არ არის მყარი ინსტიტუციური საფუძვლები პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვისთვის და ძირითადად მისი მიღწევა ხელმძღვანელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის(EMC) მიერ ჩატარებულ კვლევაშია საუბარი, რომელიც ეხება პოლიციის სისტემაში პოლიტიკურ ნეიტრალიტეტის საკითხს.

 

 

კვლევის შედეგად იკვეთება, რომ „დიდწილად პოლიციის პოლიტიზირების საფრთხეები შემდეგ ფაქტორებს უკავშირდება, კერძოდ, სისტემა მკვეთრად ცენტრალიზებულია და დაუბალანსებელია. მინისტრის, როგორც პოლიტიკური ფიგურის უფლებამოსილებები, საკადრო საკითხების რეგულირება ბუნდოვანია და დიდწილად მინისტრის ბრძანებით რეგულირდება. საკადრო პოლიტიკაში მინისტრის მონაწილეობა კი არაგონივრულად ფართოა, ცალკეული საპოლიციო ინსტრუმენტები, მაგალითად, იძულებით ნარკოტესტირება, ადმინისტრაციული დაკავება და სხვა იმდენად ხარვეზიანია და ბუნდოვანია, რომ ხელს უწყობს პოლიციის თვითნებობას და ამარტივებს პოლიტიკური მიზნით პოლიციის გამოყენებას. სუსტია სისტემის შიდა და გარე კონტროლის მექანიზმები, რაც ზრდის დაუსჯელობის პრობლემას“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი