სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული ამ დროისთვის საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, სადაც თანამშრომლებმა კვამლი დააფიქსირეს.
შენობაში განგაშის სიგნალი ჩაირთო და ბანკის თანამშრომლებს შენობა სასწრაფოდ დაატოვებინეს.
როგორც Guardian.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ამ დროისთვის შენობაში შუქი გათიშულია და მეხანძრე-მაშველების თქმით, მიმდინარეობს კვამლის კერის შემოწმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.