შს მინისტრის მოადგილე დემურ სტურუას საქმეზე: თუ გამოძიება დაადგენს პოლიციის მხრიდან ვინმეზე ზეგავლენის მოხდენას, ამაზე ადეკვატური რეაგირება იქნება
05-09-2016, 09:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი საქმეზე, რომ ზეგავლენა მოვახდინოთ“,-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან, დემურ სტურუას საქმეზე საუბრისას.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ გამოძიება დაადგენს პოლიციის მხრიდან ვინმეზე ზეგავლენის მოხდენას, ამაზე ადეკვატური რეაგირება იქნება.

 

 

„სტურუას დედის ცემის ფაქტთან დაკავშირებული საქმე პროკურატურამ გაითხოვა და რეალურად საქმის გამოძიებას, ისევე როგორც სტურუას თვითმკვლელობის საქმის გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა. ასე რომ, ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი საქმეზე, რომ ზეგავლენა მოვახდინოთ. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან და საჭიროების შემთხვევაში ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას. თუ გამოძიება დაადგენს პოლიციის მხრიდან ვინმეზე ზეგავლენის მოხდენას, ამაზე მოხდება ადეკვატური რეაგირება“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 

 

მისი თქმით, დემურ სტურუას მიერ თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში ნახსენები პოლიციელი გოდერძი თევზაძე აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მისი მიმალვის საფუძველი არც შსს-ს და არც პროკურატურას არ გააჩნდა.

 

 

„მისი მიმალვის საფუძველი არც შსს-ს და არც პროკურატურას არ ჰქონდა. თუ ვინმე იყო მასთან ერთად, პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მის მიმართაც“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 

 

ამასთან, შს მინისტრის მოადგილემ მოუწოდა საზოგადოებას, ნუ მოხდება განზოგადება ფაქტის, რომ პოლიციელმა ჩაიდინა კანონდარღვევა.

 

 

„ნუ განვაზოგადებთ ამ ფაქტს, რომ პოლიციელმა ჩაიდინა კანონდარღვევა. არავინ არავის ხელს არ აფარებს“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 

 

22 წლის დემურ სტურუამ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლა დაასახელა. პროკურატურამ, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, პოლიციელ გოდერძი თევზაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა და მასზე ძებნა გამოაცხადა. სასამართლო კი მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი