აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე სასტუმრო „მეგა პალასის“ მშენებლობის პროცესს გაეცნენ.
მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის დეტალები შპს „მეგა პალასის“ დამფუძნებელმა, ლევან ხიმშიაშვილმა გააცნო.
პროექტით რეგიონში დაახლოებით 15 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
30-სართულიან შენობაში სულ 105 სასტუმრო ნომერი, კაზინო, რესტორანი, საცურაო აუზი და სხვა ობიექტები განთავსდება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის მშენებლობის სამუშაოები და გარე და შიდა ფასადის მოწყობა (ლიფტების და ფანჯრების მონტაჟი, კიბეების მოწყობა და სხვა) მიმდინარეობს. მშენებლობაზე 80 ადამიანია დასაქმებული. მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და ის 2017 წელს დასრულდება.
„დასკვნით ეტაპზეა კიდევ ერთი მსხვილი პროექტის განხორციელება. გარდა იმისა, რომ აღნიშნული საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვანია ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, ეს არის დამატებითი საშუალება ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის და მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესში უკვე 80 ადამიანია დასაქმებული. მალე ამ ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების კიდევ ორი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება და დამატებით დაახლოებით 45 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. საუბარია ქართულ და უცხოურ ინვესტიციაზე. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ კომპანიას რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ინვესტორებს და მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მათ, რომ თავიანთი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელონ“,- განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.