გორის მუნიციპალიტეტში პაატა ბურჭულაძის ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატი: სოფელ ქიწნისში "კორცხელი განმეორდა"
05-09-2016, 09:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გორის მუნიციპალიტეტში „პაატა ბურჭულაძის - სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მედეა აბაშიძე ხელისუფლებას მათი ბლოკის წევრის ცემაში სდებს ბრალს.

 

 

როგორც აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს, სოფელ ქიწნისში "კორცხელი განმეორდა". მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ თავი დაანებონ "ასეთი" მეთოდების განმეორებას.

 

 

„ქიწნისში დღეს გვქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან. აღმოჩნდა, რომ ამავე სოფელში „ქართული ოცნების“ კანდიდატ თემურ ხუბულურსაც ჰქონდა შეხვედრა... სხვადასხვა მხარეს ვიდექით, რომ უცებ უკნიდან ვიღაც მივარდა ჩემს შვილს და ბეჭებიდან დაუწყეს ცემა. ეს იყო ყოფილი „ნაციონალი“, ზონდერბრიგადის ხელმძღვანელი, ვინმე ბიბილაშვილი. ის და მისი ძმა დაესივნენ ამ ბიჭს. გვაიძულებდნენ, დატოვეთ სოფელი და როცა ჩვენ ჩავატარებთ, მერე შეგიძლიათ მობრძანდეთო.

 


სოფელ ქიწნისში განმეორდა კორცხელი. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოვუწოდებ მაჟორიტარობის კანდიდატ თეიმურაზ ხუბულურს, თავი დაანებონ ასეთი მეთოდების გამოყენებას... დავამტკიცებ, რომ ის არის პოლიტიკური არარაობა. სადაც უნდა, რომელ ეთერშიც უნდა მოვიდეს. ამ კაცის ადგილი გორის რაიონში არ არის. ის არის პოლიტიკური გვამი გორის რაიონში“, - აცხადებს მედეა აბაშიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი