ბათუმში, გმირთა ხეივანში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მემორიალი გაიხსნა.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, გიორგი თავამაიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთო ბერიძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.
საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილმა სტუმრებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ჟიული შარტავას მემორიალი გიორგი შხვაცაბაიამ შექმნა.
მემორიალის პროექტი მომზადებულია ქალაქ ბათუმის მერიის დაკვეთით და მისი ღირებულება 62 530,39 ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.