ახალი შეთავაზება ფერმერებს – მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად, საინვესტიციო სესხით სარგებლობა გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით შესაძლებელი ხდება
05-09-2016, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია თიბისი ბანკის სათავო ოფისში ახალი საბანკო პროდუქტის, აგროსაინვესტიციო სესხის წარდგენის ღონისძიებას დაესწრო.

 


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ახალი პროდუქტით ფერმერებს, მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად 20 000 ლარიდან 600 000 აშშ დოლარამდე საინვესტიციო სესხით სარგებლობა გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით შეუძლიათ.

 


მათივე ინფორმაციით, ფერმერი სესხის პროცენტის გადახდას მას შემდეგ დაიწყებს, როცა გაშენებული ბაღი მსხმოიარობაში შევა. საშეღავათო პერიოდი მაქსიმუმ 5 წელია. აგროსაინვესტიციო სესხის გაცემა პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში განხორციელდება.

 


ამ ეტაპზე აგროსაინვესტიციო სესხი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მრავალწლიანი ნარგავების გაშენებით არიან დაინტერესებულები, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარები არიან და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მინიმუმ 1 ჰექტარ ფართობს ფლობენ.

 


„სოფლის მეურნეობის განვითარებისა და შეღავათიან რესურსზე ხელმისაწვდომობის კუთხით აღნიშნული პროდუქტი ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თიბისი ბანკს. ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობა. დღეს წარმოდგენილი ახალი პროდუქტი სახელმწიფო პროექტისა და მათი შემოთავაზების ძალიან კარგი სინთეზია და 5 წლამდე საშეღავათო პერიოდს მოიცავს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 


როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად ხორციელდება ნერგების ღირებულების 70 % -ის, წვეთოვანი სარწყავი სისტემის 50% -ისა და სანერგე მეურნეობის მოწყობის 50% -ის დაფინანსება.

 


"აგროსაინვესტიციო სესხი ერთადერთი პროდუქტი არ არის, რომლითაც თიბისი ბანკი აგრობიზნესის განვითარების უწყობს ხელს. ბანკი 2013 წლიდან ჩართულია სახელმწიფო პროგრამებში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „აწარმოე საქართველო”. აღნიშნული პროექტების ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით თიბისი ბანკმა 8000-მდე მომხმარებელზე 320 მლნ მილიონი ლარის ოდენობის სესხი გასცა.

 


თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ახალი პროდუქტით სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ფერმერებს საშუალება ეძლევათ გრძელვადიანი დაფინანსება მიიღონ, რაც ბაღების გაშენებას მოხმარდება", – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი