დიდი ბრიტანეთის ახალმა ელჩმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა
05-09-2016, 10:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა დაადასტურეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული მყარი მეგობრული ურთიერთობები და აღნიშნეს, რომ ბრექსიტის შემდგომ ახალი რეალობის გათვალისწინებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახალმა ელჩმა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ბრექსიტის შედეგად, ევროპაში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. ამისათვის კი, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური თანამშრომლობის არსებული ფორმატი, „უორდროპის დიალოგი“, რომელიც ორმხრივი ურთიერთობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. მხარეებმა განიხილეს „დიალოგის“ შემდგომი განვითარების პერსპექტივა.

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის ელჩს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერისა და მრავალმხრივ ფორმატში წარმატებული თანამშრომლობისათვის. მიხეილ ჯანელიძემ ინფორმაცია მიაწოდა ბრიტანელ დიპლომატს საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემოსა და ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

 

 

ჯასტინ მაკკენზი სმიტმა დაუდასტურა საგარეო საქმეთა მინისტრს გაერთიანებული სამეფოს ურყევი, მხარდამჭერი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და ასევე, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი. მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის მყარი მეგობრული ურთიერთობებია და სამომავლოდ, ბევრი საინტერესო მიმართულებით არის შესაძლებელი ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარება. მიხეილ ჯანელიძემ წარმატება უსურვა ბრიტანეთის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი