თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის, 45 წლის რამაზ მჭედლიშვილისთვის ოპერაციის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქირურგმა კობა თაბაგარმა განუცხადა.
დაახლოებით 16.30 საათზე ახლობლებმა შემოიყვანეს თავიანთი მანქანით პაციენტი მიმღებში. სასწრაფო დახმარების მანქანით არ შემოუყვანიათ. მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე და სასწრაფო წესით გადავიყვანეთ საოპერაციოში. ოპერაციის დაწყება ვერ მოხერხდა, რადგან გული გაუჩერდა. რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, ვერ მოხერხდა სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა და პაციენტი გარდაიცვალა“, - აღნიშნა კობა თაბაგარმა. მისივე თქმით, გარდაცვლილს ჰქონდა ერთი გამჭოლი ჭრილობა, სავარაუდოდ, მარჯვნიდან მარცხნივ გასული.
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე კლიენტსა და პროფილაქტიკის თანამშრომელს შორის შელაპარაკება მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კლიენტმა ხელოსანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე პრიმა (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.