სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე შესაძლოა დავით კირვალიძე დაინიშნოს. ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, კირვალიძეს აღნიშნულ თანამდებობაზე დაბრუნება პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკვე შესთავაზა. კირვალიძე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და ამ საკითხზე "დეტალურად" საუბრისგან თავს იკავებს.
„კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპზე. თბილისში არ ვარ. რომ დაბრუნდები, დეტალებზე მერე ვისაუბროთ. ახლა არ შემიძლია კონკრეტულად რამის თქმა. როცა თბილისში ვიქნები, მერე იქნება შესაძლებელი დეტალურად ვისაუბროთ, რა იყო და როგორ“, - განაცხადა მან „იმედთან“ საუბრისას.
დავით კირვალიძე დადებით კონტექსტში მოიხსენია გუშინ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მას ჰქონდა "კვირიკაშვილთან საუბარი, რომ კარგი იქნება, თუ ახალ გუნდში კირვალიძეს დააბრუნებ მეთქი“.
„კირვალიძე საერთოდ ჩემი ფავორიტი მინისტრი იყო. კარგად ავხსენი მედიასთან შეხვედრაზე, როგორ არ დავინდე, როცა კითხვის ნიშნები გაჩნდა რომ შეიძლება სამინისტროში ყოფილიყო სამართალდარღვევა. კირვალიძის ბრალეულობა არ დამტკიცდა და დღესაც ის ჩემთვის ძალიან საპატივცემულო პაროვნებაა. მქონდა გიორგი კვირიკაშვილთან საუბარი, რომ კარგი იქნება, თუ ახალ გუნდში კირვალიძეს დააბრუნებ მეთქი“, - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.