"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა, ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში – ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "რეზონანსთან" საუბარში ეხმაურება და ამბობს, რომ ჩუგოშვილი "ძალიან სასაცილოდ გამოიყურება".
"რაც შეეხება "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებასა და არეულობის შექმნას გეგმავს, ჩუგოშვილისგან გამიკვირდა ასეთი განცხადების გაკეთება. ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. მინდა ჩუგოშვილსა და ნებისმიერ სხვა ადამიანს ვუთხრა - ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში დესტაბილიზაციას ვერ გამოიწვევს, იმიტომ, რომ ნებისმიერ ასეთი სახის პროტესტს სჭირდება სოციალური ბაზა. თუ ხალხი კმაყოფილია ხელისუფლებით, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოახერხებს ამ ტიპის პროვოკაციას, შესაბამისად, ვერც ვერაფერი მოხდება", - აღნიშნავს ექსპრემიერის ყოფილი მრჩეველი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.