გიორგი მარგველაშვილი: საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ დაისაჯა თავისი მეზობლის მიერ, რადგან ჰქონდა ორიენტაცია ევროპისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ
06-09-2016, 02:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ დაისაჯა თავისი მეზობლის მიერ, რადგან ჰქონდა ორიენტაცია ევროპისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო ”რუმსში”, სადაც ”მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისთვის” და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია ”ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ” მიმდინარეობს.

 

 

მარგველაშვილის თქმით, "ეს არის ტრაგედია საქართველოსთვის და ეს არის დიდი პრობლემა ნატოსთვისაც. თუ თქვენ ხედავთ, რომ თქვენი მეგობრები ისჯებიან იმისთვის, რომ თქვენთან თანამშრომლობენ, ეს ძალიან ავნებს თქვენს იმიჯს”.

 

 

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველომ ბევრს მიაღწია – გაიზარდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, ასევე საქართველო მონაწილეობს დისკუსიებში, რომლებიც ეხება რეგიონში სამომავლო სტაბილურობას.

 

 

”მე ვფიქრობ, რომ ვარშავის სამიტი იყო წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენი პროგრესი არ იყო სწრაფი როგორც ჩვენ გვინდოდა ყოფილიყო, მაგრამ პროგრესი არ შეჩერებულა”, - განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს მიიჩნევენ მართლაც მნიშვნელოვან პარტნიორად, როცა საქმე ეხება შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რადგან ჩვენი ქვეყანა შავ ზღვაზე მდებარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი