ვიზა–ლიბერალიზაცია არ იქნება მიბმული არჩევნების პროცესზე, - აცხდებს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.
„ჩვენთვის ძალიან მკაფიოა, რომ კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მოსახლეობას - ეს არის საკითხი, რომელიც გადაწყვეტილია; აქვს ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა როგორც კომისიის, ისე პარლამენტის მხრიდან. ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას. ჩვენ გვაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დონეზე მკაფიო მხარდაჭერის გზავნილი მიღებული, აქედან გამომდინარე, იმედია, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება. მთავარი ამ თვალსაზრისით არის ის, რომ ორმხრივად ყველაფერი გაკეთდა, სამოქმედო გეგმა შესრულდა, არის პოზიტიური განწყობა, აქედან გამომდინარე, პროცედურებს დაველოდოთ.
ჩვენთვის, როგორც ევროპული სახელმწიფოს მშენებელი საზოგადოებისთვის, არჩევნები არ არის გამოწვევა. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგათ წინ. ვიზალიბერაზალიციით ჩვენი ინტეგრაციის პროცესი არ სრულდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომელიც უკავშირდება მომავალი სამი წლის დღის წესრიგს. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯით დავიწყებთ ამ სვლას. ჩვენ უკვე 3 თვეა ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში და ვიხილეთ უპრეცედენტო, ღია, სამართლიანი გარემო ყველა პოლიტიკური პარტიისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.