ჯეიმს აპატურაი: მთელ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, მათ შორის გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტის დიდი მოლოდინი აქვს
06-09-2016, 03:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა კარგი შანსია ნატო-საქართველოს ურთიერთობისთვის.

 

 

ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას აღნიშნა.

 

 

მისი თქმით, მთელ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, მათ შორის გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტის დიდი მოლოდინი აქვს.

 

 

„მთელ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, მათ შორის გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტის დიდი მოლოდინი აქვს. პირველ რიგში, ეს არის შანსი რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმ ახლო ურთიერთობას, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას იმ შრომისთვის, რაც  საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით, განსაკუთრებით კი ნატო-სთვის გასწია, ასევე საიმისოდ, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს, რომელშიც აშკარა პროგრესს ვხედავთ.

 

 

ვიზიტი კარგი შანსია იმისთვის, რომ გამოვხატოთ ჩვენი მოლოდინი მოახლოებული არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარების შესახებაც. ჯამში, ვიზიტის ფარგლებში ბევრ ახალ და მნიშვნელოვან საკითხებს შევეხებით“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

 

 

თბილისში ხვალ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭო ჩამოვა. ხვალვე საქართველოს დედაქალაქში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიხსნება, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გარდა, რომელიც 7-8 სექტემბერსაა დაგეგმილი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებსაც გამართავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი