გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, კრისტა მარკვალდერს შეხვდა
06-09-2016, 03:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, კრისტა მარკვალდერს შეხვდა, რომელიც, ოფიციალურ ვიზიტად, თბილისში იმყოფება.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი სხვადასხვა სფეროში საქართველო-შვეიცარიის თანამშრომლობას შეეხო. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, ასევე, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მნიშვნელობას, რომელსაც შვეიცარიაში საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტისას მოეწერა ხელი.

 


"მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების ზრდის პერსპექტივაზე.

 


პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა შვეიცარიის დახმარების როლი, საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში.

 


მთავრობის მეთაურმა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, განათლებისა და მმართველობის სისტემის რეფორმირებას და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას გულისხმობს.

 

 

შეხვედრას შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს წევრი, ევროკავშირისა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის საპარლამენტო დელეგაციის პრეზიდენტი ტომას აესკი, შვეიცარიის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი კლაუდიო ფიშერი, ხოლო საქართველოს მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში, ირაკლი ყურაშვილი დაესწრნენ", – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი