ადვოკატი სასამართლოს მიმართავს, რომ ფეიქრიშვილის და ნიშნიანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ გამოიყენოს
06-09-2016, 03:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულების გიორგი ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ იქნას გამოყენებული.

 

 

ადვოკატის თქმით, თუ აღმკვეთი ღონისძიება იქნება გამოყენებული, დაცვის მხარის შუამდგომლობა იქნება, რომ ეს იყოს 5 000-ლარიანი გირაო. 

 

 

„ბრალდება არის მოგონილი და აბსურდული. აქედან გამომდინარე სასამართლოს მივმართავთ შუამდგომლობით, რომ არ იქნეს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე. თუ იქნება რომელიმე სახე გამოყენებული, მაშინ ვთხოვ სასამართლოს ეს იყოს გირაო 5 000 ლარის ოდენობის“, - განაცხადა ანთაძემ.

 

 

ადვოკატი აცხადებს, რომ დღევანდელ პროცესზე წარმოადგენს ფოტო და ვიდეომასალას, სადაც ნათლად ჩანს, როგორც ემუქრებიან გიორგი ფეიქრიშვილს პოლიციელები, რომ დატოვოს ქვეყანა. მისივე თქმით, ამ პოლიციელების იდენტიფიცირება ამ ფოტო და ვიდეომასალით სრულიად შესაძლებელია.

 

 

ნოდარ ნიშნიანიძე და გიორგი ფეიქრიშვილი სამართალდამცველებმა 3 და 4 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო. გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი