სამი ადამიანი, დედა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა აგარა-გომის მონაკვეთზე დღეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.
თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა სხვა მგზავრებმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს.
ავტოავარიის მიზეზს საპატრულო პოლიცია ადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.