პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ოთხი წელია ცდილობს გაარკვიოს თუ რატომ აგვიანებენ დეპუტატები კომიტეტების სხდომებზე და ვერ შეძლო ამის გარკვევა.
აღნიშნულით ვახტანგ ხმალაძემ ჟურნალისტების კითხვას - „რატომ დაიწყო კომიტეტის სხდომა ერთსაათიანი დაგვიანებით?“ - უპასუხა.
„ოთხი წელია ვცდილობ გავარკვიო, რატომ აგვიანებენ დეპუტატები კომიტეტების სხდომებზე და ვერ შევძელი ამის გარკვევა“, -აღნიშნა მან და ასევე განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე განიხილება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხი.
„მე პირადად მხარს ვუჭერ. ვნახოთ კომიტეტის წევრები რას იზამენ. რაც შეეხება პლენარულ სხდომას და ამ საკითხის კენჭისყრას, კომიტეტი თავის დასკვნას წარადგენს. ყველაფერი არის დამოკიდებული პლენარულ სხდომაზე. იქნება თუ არა ხვალ კვორუმი, არ ვიცი - სიმართლე გითხრათ, ამაში ეჭვი მეპარება. თუ კვორუმი ვერ შედგა, ვერანაირი საკითხის განხილვა ვერ შედგება, გავისეირნებთ ქუთაისში და დავბრუნდებით უკან, მაგრამ თუ შედგა სხდომა, მაშინ შესაძლებელია საკითხი დადგეს კენჭისყრაზე, რადგან კვორუმი იქნება წკიპზე“, - თქვა ხმალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.