ანა დოლიძე: უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების პროცესი სახელმწიფოებრივი ამოცანაა
06-09-2016, 04:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების პროცესი არის სახელმწიფოებრივი ამოცანაა. მისი თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თავად მოსამართლის პიროვნულ ავტორიტეტს.

 

 

ამის შესახებ მან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

ანა დოლიძემ სამი კანდიდატის - ნონა თოდუას, ლევან ბოძაშვილისა და თამარ ლალიაშვილის გამოცდილებაზე ისაუბრა.

 

 

„ამ სამ პიროვნებას სასამართლოსთვის მოაქვს გამოცდილება, როგორც პრაქტიკულ ისე სამეცნიერო სფეროში, განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები, ასევე დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

 

 

სამივე კანდიდატურა არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, რაც ადასტურებს მათ კვლევით და სამეცნიერო უმაღლეს სტატუსს. სამივე მათგანი არის სისხლით ხორცამდე სახელმწიფო მოხელე, იმ გაგებით, რომ მათ გავლილი აქვთ ყველა ეტაპი. სამივეს განსაკუთრებული პრაქტიკული და სამეცნიერო გამოცდილება აქვს”, -განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი