საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატს მხარი დაუჭირა.
ლევან ბოძაშვილმა სხდომაზე დამსწრე 7 დეპუტატიდან შვიდივეს მხარდაჭერა მიიღო, ხოლო ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილს 5-5-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი ხვალ დაგეგმილი პლენარული სხდომის დღის წესრიგში იქნება შეტანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.