დავით უსუფაშვილი: საქართველოში არასოდეს ყოფილა ასეთი მასობრივი შეტევა რუსეთის რბილი ძალის მხრიდან, როგორც ახლა
06-09-2016, 04:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში არასოდეს ყოფილა ასეთი მასობრივი შეტევა რუსეთის რბილი ძალის მხრიდან, როგორც ახლა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ ფარგლებში, ქართული დემოკრატიის გაძლიერების საკითხზე გამართულ დისკუსიაზე.

 

 

„ჩვენ გვაქვს პრობლემები და ეს შეიძლება გამოყენებული იყოს იმ ძალების მიერ, რომლებსაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდა. ამ დროს პროდასავლური ძალები ერთმანეთთან დებატებში შევდივართ და უფრო ხშირად ვართ ჩართული პარტიებს შორის შეხლა-შემოხლით და ამაზე მივმართავთ ჩვენს დროს. ხომ არ სჯობდა, უფრო კარგად აგვეხსნა ხალხისთვის, მაგალითად, რა პროცესები მიმდინარეობს ვიზა–ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რატომ გაჭიანურდა პროცესი? ეს არის საერთაშორისო პროცესი, რომელიც კარგად უნდა იქნას ახსნილი ხალხისთვის, თორემ შეიძლება, გამოიწვიოს ანტიევროპული განწყობები, რაც ყველასთვის საფრთხეა. ამიტომ, უნდა გავერთიანდეთ არამარტო მაშინ, როცა საერთო საფრთხე არსებობს, არამედ მაშინაც, როდესაც საერთო სარგებლის მიღება გვინდა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი