ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიაზე: ასე არ არის, რომ მარტო გიყვარდეს და გული გეწვოდეს, ამავდროულად გამოცდილება და შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს
06-09-2016, 04:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში მხოლოდ ერთადერთმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა ქვეყნის სწორად მართვა. მან ზვიად გამსახურდიას მმართველობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ "გამოცდილება და შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს და გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი ხალხით, ვისაც ხელეწიფება, სწორად მართოს ქვეყანა". ივანიშვილმა ეს განცხადება ოზურგეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას, GDS-ის ეთერში გააკეთა.

 


"ქვეყანას პატრონი უნდა ჰყავდეს. ბოლო წლებში, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, პრაქტიკულად ჩვენ ვერ მოვახერხეთ, აგვერჩია და მოგვეყვანა მთავრობა, რომლისთვისაც ქვეყანაზე ზრუნვა იყო პრიორიტეტი. შეიძლება, ძალიან გულანთებული იყო და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ მართვას უნდა ცოდნა. ასე არ არის, რომ მარტო გიყვარდეს და გული გეწვოდეს. ამავდროულად გამოცდილება და შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს და გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი ხალხით, ვისაც ხელეწიფება, სწორად მართოს ქვეყანა.

 


როგორც იქნა, ჩვენ ეს მოვახერხეთ. 25 წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა ეს. როგორც არ უნდა ჩამომართვათ ჩემი როლი, რეალურად თუ გავაანალიზებთ, ერთადერთმა პარტიამ აჩვენა, რომ შეუძლია ხალხს ემსახუროს, სამშობლო უყვარდეს, სახელმწიფოს მართვა იცოდეს და სწორი მიმართულებით წაიყვანოს, განავითაროს. ეს არის ის საოცრება, რაც რეგიონში ხდება, საოცრად დაბალანსებულია. ეროკავშირის ელჩი, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო და ძალიან სიმპათიური ელჩი ყავს, ბოლო შევხვდრაზე ძალიან მძიმე საკითხზე შევხვდით და გვქონდა პოლემიკა. მითხრა მინდა მოგილოცო, საოცრად სტაბილური ქვეყანა გახდა საქართველო, ევროპელებსაც რომ შურთ ისეთი სტაბილურიაო, მიზეზი კარგად ვიციო, სწორი მთავრობაა, რადგან ქვეყანას მართავს ხალხი, ვისაც უყვარს და ვინც სამშობლოზე ზრუნავს", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი