საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, LIBE–ს კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება "საოცრად კარგი შედეგია".
„ვიზა–ლიბერალიზაციაზე მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მაქსიმალისტი ქართველებისგან გუშინ საოცარი სადემონსტრაციო მაგალითი იყო ის რომ - ხუთმა წინააღმდეგ მისცა ხმა და ნეტა ვინ არის ის ხუთიო. დავმშვიდდეთ, არის საოცრად კარგი შედეგი, მათ შორის ბალანსთან დაკავშირებით. პროცესი მიდის წინ. როგორც არაერთხელ ვთქვით, იყო მცირედი შეფერხება, რამაც მხოლოდ ორი-სამი თვით გადასწია პროცესი და ბოლო იქნება სწორი და კარგი. ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზა–ლიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ინიციატივას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.