20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" დააფუძნა
06-09-2016, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოცმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" დააფუძნა. პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში" სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამართეს.

 

 

„მედიის განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა.

 

 

„წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად.

 

 

მათ ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის კონსოლიდაცია ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის.

 

 

კოალიცია ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას გეგმავს“,-ნათქვამია „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

დამფუძნებლებმა ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი. 

 

 

პრეზენტაციას სამთავრობო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

კოალიციის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ეს საქართველოს არამარტო უსაფრთხოების არამედ ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გარანტია.

 

 

კოალიცია "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" დამფუძნებლები არიან:

 

 

1. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - Transparency International Georgia

2. სამოქალაქო განვითარების სააგენტო - Civil Development Agency

3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - International Society for Fair Elections and Democracy

4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - Georgian Young Lawyers’ Association

5. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო - Open Society Georgia Foundation

6. საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia

7. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია - Georgian Farmers Association

8. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი  - Institute for Development of Freedom of Information

9. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center

10. მწვანე ალტერნატივა - Green Alternative

11. საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი - Georgian Center for Security and Development

12. მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation

13. საქართველოს გაეროს ასოციაცია - UN Association of Georgia

14. საზოგადოება და ბანკები  - Society and Banks

15. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - Georgian Foundation for Strategic and International Studies

16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative

17. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics

18. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი - Regional Centre for Strategic Studies

19. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and Advocacy Center

20. ხმა საქართველოდან - Voice from Georgia

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი