იმედს გამოვთქვამ, რომ პარლამენტის სრული შემადგენლობა მემკვიდრეობად დატოვებს იმას, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემატებს სამ კვალიფიციურ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ იურისტს, - გნაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.
"მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს, რომ ისინი მოეკიდნენ სახელმწიფოებრივად, დიდი პასუხისმგებლობით ამ საკითხს და მხარი დაუჭირეს უზენაესი სასაართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ჩვენს მიერ წარმოდგენილ სამ კანდიდატურას", – განაცხადა დოლიძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, ლევან ბოძაშვილს, ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილს მხარი დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.