”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი ნიკა მელია ბოლო დღეების კრიმინალურ ქრონიკას ეხმაურება და ამბობს, რომ თბილისში შეიარაღებული პირების თავისუფლად გადაადგილდება ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე მიუთითებს. მელია შს და ენერგეტიკის მინისტრებს აკრიკტიკებს და კითხულობს, არის თუ არა მღებრიშვილი "რაიმეს მომგვარებელი", ხოლო კალაძეზე ამბობს, რომ მას ქუჩა აქვს ჩაბარებული, მაგრამ "მართვის სადავეები ხელიდან გაექცა და შუაგულ თბილისში ახალგაზრდებს ერთმანეთს ახოცინებს".
„თბილისში შეიარაღებული პირები თავისუფლად გადაადგილდებიან და ეს ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე მიუთითებს. სად არის ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი? საერთოდ შთაბეჭდილებას თუ მაინც ტოვებს, რომ ეს ადამიანი რაიმეს მომგვარებელია?! სახელმწიფო დღეს მხოლოდ ოჯახებში მასობრივად იარაღის ჩადებითაა დაკავებული და ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც არსებობს. კალაძე არის ის ადამიანი, რომელსაც წინასაარჩევნოდ ქუჩა აქვს ჩაბარებული, მას ეს მართვის სადავეები ხელიდან გაექცა და შუაგულ თბილისში ახალგაზრდებს ერთმანეთს ახოცინებს. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ 9 ოქტობრიდან სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეს დაიცავს”- განცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.