დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სახელით ბიზნესს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა
06-09-2016, 05:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სახელით ბიზნესს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 


ქუმსიშვილმა დასაქმების მხრივ, 2016 წლის მეორე კვარტლის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაზრდილი ციფრები იმ ბიზნესგარემოს შედეგია, რომელიც შექმნილია ქვეყანაში.

 

 

მინისტრის ცნობით, წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დაფიქსირებულია დასაქმების 5.7%-იანი ზრდა ანუ რაოდენობრივად 32 500-ით მეტი ადამიანი დაასაქმა კერძო სექტორმა.

 

 

"ჩვენ ვართ წინასაარჩევნო პერიოდში და როცა წინასაარჩევნო პერიოდში კერძო სექტორი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ნამდვილად იმსახურებს მადლობას ნდობისთვის და მინდა მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს. განსაკუთრებული ზრდა ჩვენ გვქონდა მცირე საწარმოებში და აქ დაფიქსირდა 12,8%-იანი ზრდა. ეს არის 16 823 ადამიანი. ჩვენ გვქონდა მსხვილ საწარმოებშიც ზრდა და ეს შეადგენს 7.3%-ს. რაოდენობრივად ეს არის 24 896 ადამიანი. სულ მსხვილ საწარმოებში დღეს დასაქმებულია 365 861 ადამიანი, ხოლო საშუალო საწარმოებში 86 000’, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

 

მისივე ინფორმაციით, დასაქმებულთა რაოდენობის მხრივ მთლიან დასაქმებებში ლიდერობს ვაჭრობა 25.5%-ით. ამას მოყვება მრეწველობა 18.7%-ით, ჯანდაცვა და სოციალური დახმარება 10.3%-ით, ტრანსპორტი-კავშირგაბმულობა 10%, მშენებლობა 10%.

 

 

ქუმსიშვილის განმარტებით, ზრდა არის საშუალო თვიურ ხელფასშიც. მისივე თქმით, ბიზნესსექტორში საშუალო თვიურმა ხელფასმა შეადგინა 973 ლარი, ეს არის 14.8%-ით მეტი 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ხოლო 3.8%-ით 2015 წლის მეორე კვარტალთან შედარებით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი