ქობულეთის შემოვლითი გზის (მეორე ლოტის) 18 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსტროს საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე გრძელი (1 180 მეტრიანი) ხიდი ახალი ტექნოლოგიით – ბურჯზე მოძრავი ყალიბის მოწყობის მეთოდით შენდება.
პროექტი ასევე ითვალისწინებს: ორზოლიან გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, 15 ხიდის, 2 გვირაბის და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას. ამ დროისათვის, მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა დაათვალიერა.

"ქობულეთის შემოვლითი გზა აჭარის ტერიტორიაზე ადგილობრივი და სატრანზიტო ტრანსპორტისათვის გადაადგილებას გაამარტივებს, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები. აჭარის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა კი ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას", – აცხადებენ საგზაო დეპარტამენტში.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209,852,079.67 ლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.