„ქართულ ოცნებას“ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროვოკაციების განხორციელებისთვის შეიძლება გამოიყენონ, როგორც, უშუალოდ, თავიანთი სტრუქტურები, ასევე, მათთან ასოცირებული ძველი თუ ახალი ორგანიზაციები, ეს შეიძლება იყოს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ან სხვა ტიპის დაჯგუფებები, მათ შორის „თავისუფალი ზონა“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, თუ დადასტურდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პროვოკაციები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ სამართალდამცავ ორგანოებს აუცილებლად მიმართავს.
„თუ დადასტურდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ამ შემთხვევაში აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს. სხვადასხვა წყაროდან მოდის ინფორმაცია. ბუნებრივია, როდესაც პროვოკაციები იგეგმება პოლიტიკური გაერთიანების მიერ, ეს ინფორმაცია გარკვეულად ჟონავს გარეთ, აქედან გამომდინარე, სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ეს ინფორმაციები. სამართალდამცავი ორგანოები შეიძლება დაინტერესდნენ ამ საკითხით იმ შემთხვევაში, თუ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. პროვოკაციები შეიძლება იყოს სხვადასხვა სახით“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რათა არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად.
„ნაციონალურ მოძრაობას“ მასთან ასოცირებული ორგანიზაციების გარკვეული ქსელი აქვს, რომელსაც გამოიყენებენ პროვოკაციებისთვის. ესს მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც პროვოკაციები მათ მიერ იქნება განხორციელებული. ჩვენი მიზანია პრევენცია, ჩვენი ამოცანაა ყველანაირი გართულების თავიდან აცილება. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ არჩევნებზე, როგორც მმართველი პარტია, აქედან გამომდინარე, ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, კორექტულად. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.