დავით საგანელიძე: აჭარაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე არანაირად არ წავალთ
21-02-2015, 08:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს პარტიების ხაზით. უნდა ვნახოთ ჩვენი პარტიების წარმომადგენლები როგორ ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას", - განაცახადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან, აჭარაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას. როგორც საგანელიძე ამბობს, აჭარაში უმაღლესი საბჭოს ვადამდელი არჩევნების საკითხი არ დგას.

 

 

"მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს პარტიების ხაზით. უნდა ვნახოთ ჩვენი პარტიების წარმომადგენლები როგორ ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენ ვცდილობთ მართვა იყოს მაქსიმალურად დემოკრატიული და ისევე როგორც პარლამენტის, უმაღლესი საბჭოს წევრებსაც ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუმცა ეს არ უნდა სცილდებოდეს იმ პრინციპებს, რაც არის ზოგადად პარტიაში. ამიტომ სიმკაცრე იქნება პარტიაში და სიმკაცრე იქნება დისციპლინური", - განაცხადა საგანელიძემ.

 


შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია მურმან დუმბაძის შემდეგ "ქართული ოცნებიდან"' სხვა რომელიმე წევრის გარიცხვა, საგანელიძემ აღნიშნა, რომ დეტალების გავლამდე ეს საკითხი არ განიხილება.

 


რაც შეეხება იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ"'უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაკარგა, საგანელიძის განმარტებით, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

 


"ვერ ვხედავ დიდ პრობლემას იმაში, რომ "ქართული ოცნება"' უმრავლესობაში არ არის აჭარაში. მუშაობა ჩვეულებრივად გრძელდება. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ ამ მიმართულებით არანაირად არ წავალთ. შევეცდებით, რომ დავარეგულიროთ სიტუაცია. შევხედავთ, რა იყო მიზეზი, რომ იქ ასეთი დაპირისპირება მოხდა უმრავლესობის წევრებს შორის", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

 

 

გუშინ აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 11-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 


კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს. "ნაციონალური მოძრაობის" 8 ხმას კი "ქართული ოცნების" წევრების – ჯემალ ფუტკარაძის, სვეტლანა კუდბასა და უმრავლესობიდან ცოტა ხნის წინ გასული მედეა ვასაძის ხმები დაემატა.

 


მანამდე კი აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიტიშვილი გადააყანეს. მისი გადაყენების საკითხს ასევე 11-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი