გიორგი ვოლსკი ჟურნალისტებს: ერთი თვე პარლამენტი არ იმუშავებს, გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არა? – დიახ, მივიღებთ
06-09-2016, 07:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერთი თვე პარლამენტი არ იმუშავებს, გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არ გაინტერესებთ? - დიახ, მივიღებთ, - ასე უპასუხა საპარლამენტო ურავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს პარლამენტის მუშაობის სამომავლო რეჟიმთან დაკავშირებით.

 

 

პარლამენტის საშემოდგომო სესიის ბიუროს სხდომით გახსნის შემდეგ, პირველი პლენარული სხდომა ხვალ ჩაინიშნა. თუმცა უმრავლესობის წევრები ვარაუდობენ, რომ მოქმედი პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში შეკრებას და გადაწყვეტილებების მიღებას ვეღარ შეძლებს. ვოლსკი მიიჩნევს, რომ ტექნიკური პრობლემა არსებობს და სხდომა სავარაუდოდ ვერ გაიმართება.

 

 

"ტექნიკური პრობლემა ნამდვილად არსებობს, საზოგადოების წინაშეც არ ვიქნებით პირნათელი, თუ დავრაზმავთ გარკვეულ თანხას, დავირაზმებით ქუთაისში და გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ. კვორუმიც რომ შედგეს, ძნელი იქნება, რომ გუშინდელმა მოკავშირეებმა და ამჟამად ოპონირების რეჟიმში მყოფმა ხალხმა შეძლოს კონსესუსის მიღწევა. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ საზოგადოება დაინტერესებულია მისი მანდატის მქონე დეპუტატის მიერ მიღებული სტაბილური გადაწყვეტილებით და არა გადაწყვეტილებების ვერ მიმღები პარლამენტის მსჯელობით", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

მისივე თქმით, თვალთმაქცობა იქნება, ხვალ რომ სესია გამოცხადდეს, ვერ შედგეს და ახალი სკანდალური თემები წამოიწიოს.

 

 

"რელამენტის მიხედვით, დღეს რომ იყოს 7 რიცხვი, პარლამენტი ხვალიდან უკვე ვერ განახორციელებს თავის საქმიანობას ანუ ერთი დღის ამბავია. 8 ოქტომბრამდე ანუ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტი წყვეტს საქმიანობას. ერთი თვის განმავლობაში პარლამენტი არ იმუშავებს. გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არა გაინტერესებთ? - დიახ, მივიღებთ", - აღნიშნა დეპუტატმა.

 

 

პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით დღეს გაიხსნა.

 

 

„დღეს ჩვენ, 2016 წლის 6 სექტემბერს, ვმართავთ პარლამენტის ბიუროს სხდომას, რომელიც ცოტა სპეციფიური სხდომაა. კონსტიტუციის და ჩვენი რეგლამენტის შესაბამისად, ჩვენ ამ ბიუროს მოწვევით ვხსნით საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიას. ასე, რომ სესიას გახსნილად ვაცხადებ”, - განაცხადა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი