ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშზე: გაურბის ჩემთან კომუნიკაციას, საქართველოში მალულად ჩამოიპარება და მიდის – მან დოკუმენტის შესახებ კარგად იცოდა
06-09-2016, 07:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გუშინ მე შევატყვე, ჟრიამული ჰქონდათ რუსთავი2-ზე, თითქოს ჩემსა და ქიბარ ხალვაშს შორის გაოფრმებული დოკუმენტი ანგრევს სასამრთლოს აქამდე გამოტანილ გადაწყვეტილებებს", – აღნიშნული განცხადება გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა.

 

 

ოქრუაშვილის აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ხალვაშსა და "რუსთავი 2"–ის დღევანდელ მესაკუთრეებს შორის სასამართლო პროცესები დასრულდება, დავას საზღვარგარეთ დაიწყებს.

 


„გუშინ მე შევატყვე, ჟრიამული ჰქონდათ რუსთავი2-ზე, თითქოს ეს დოკუმენტი ანგრევს აქამდე გამოტანილ გადაწყვეტილებებს. ჩემის აზრით იურიდიულად ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ამ დოკუმენტის მიხედვით კი დასტურდება, რომ ქიბარ ხალვაში ნომინალური პირია, მაგრამ მოსამართლის ადგილას რომ ვიყო, მე ვიმსჯელებდი ასე: სანამ ფაქტობრივი დადასტურება არ მექნებოდა ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის დავაზე, მანამდე ამ დოკუმენტს არსებითად ვერ შევაცვლევინებდი ვერანაირ გარემოებას, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, არ მინდა ექსპერტივით ვილაპარაკო.

 

 

ამ დოკუმენტზე ერთი წელია მიდის საუბარი და ირიბად მეც ვადასტურებდი, ერთი წლის განმავლობაში არავის კითხვა არ გასჩენია, რამდენიმე ადამიანმა ძალიან კარგად იცოდა ამ დოკუმენტის შესახებ, ბუნებრივია ქიბარ ხალვაშმაც. 3 წელია მე ვცდილობ კომუნიკაციის აწყობას ხალვაშთან ამ თემაზეც და სხვა თემებზეც, მაგრამ ის გაურბის ამ კომუნიკაციას, საქართველოში მალულად ჩამოიპარება და მიდის. ჩემი ინტერესია, რომ სასამართლო დავა ქიბარ ხალვაშსა და დღევანდელ მესაკუთრეებს შორის დასრულდეს და ამის მერე დავიწყებ გარკვეული იურიდიული პრეტენზიების გაცხადებას. მე სურვილი არ მაქვს საქართველოში მიმდინარე დავაში ჩავერთო, რადგან აქ არანაირი პერსპექტივა არ აქვს. მაგრამ დავამდე შეიძლება ყველაფერი შეთანხმებით დამთავრდეს ან არ დამთავრდეს.“- განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი