საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თემაზე.
მან რეგიონული მნიშვნელობის ენერგოპროექტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ენერგოსექტორში აზერბაიჯანთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო მდიდარია ენერგორესურსებით და მას შეუძლია მიაღწიოს სტაბილურ ენერგეტიკულ ბალანსს.
მანვე სპეკულაციური უწოდა „გაზპრომთან“ დაკავშირებით გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ აზერბაიჯანთან ენერგოსექტორში ურთიერთობას. არ არსებობს სპეკულირების საფუძველი „გაზპრომთან“ ურთიერთობის დამყარების შესახებ, რადგან გვაქვს კარგი ურთიერთობები „სოკართან“. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ ურთიერთობები შევინარჩუნოთ, რადგანაც ჩვენ, როგორც წარსულში ვნახეთ, „გაზპრომის“ გაზი ბევრჯერ იქნა გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.