დავით ბერძენიშვილი: გია ვოლსკიმ ილაპარაკოს თავისი ფრაქციის სახელით – პარლამენტში არ არიან კონკურენტუნარიანები და ამიტომ არ დადიან
06-09-2016, 07:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკანონმდებლო ორგანოს სამუშაო რეჟიმის დასრულებასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებას, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ბერძენიშვილი ეხმაურება.

 

 

"რას ჰქვია მუშაობა დაასრულა? რეგლამენტში არ იხედებიან? გია ვოლსკიმ ილაპარაკოს თავისი ფრაქციის სახელით, ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. არ არიან კონკურენტუნარიანები პარლამენტში და ამიტომაც არ დადიან", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

 

 

ერთი თვე პარლამენტი არ იმუშავებს, გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არ გაინტერესებთ? - დიახ, მივიღებთ, - აღნიშნული განცხადება კი ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

 

 

"ტექნიკური პრობლემა ნამდვილად არსებობს, საზოგადოების წინაშეც არ ვიქნებით პირნათელი, თუ დავრაზმავთ გარკვეულ თანხას, დავირაზმებით ქუთაისში და გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ. კვორუმიც რომ შედგეს, ძნელი იქნება, რომ გუშინდელმა მოკავშირეებმა და ამჟამად ოპონირების რეჟიმში მყოფმა ხალხმა შეძლოს კონსესუსის მიღწევა. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ საზოგადოება დაინტერესებულია მისი მანდატის მქონე დეპუტატის მიერ მიღებული სტაბილური გადაწყვეტილებით და არა გადაწყვეტილებების ვერ მიმღები პარლამენტის მსჯელობით", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

საშემოდგომო სესიის გახნის შემდეგ, პლენარული სხდომა საკანონმდებლო ორგანოში ხვალისთვის ჩაინიშნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი