გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან, კრისტა მარკვალდერთან შეხვედრა გამართა
06-09-2016, 08:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან, კრისტა მარკვალდერთან გამართა შეხვედრა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნის პირველმა პირმა შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის.

 


„ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებთან აქტიური კონტაქტი კიდევ უფრო უსვამს ხაზს ჩვენს ძალიან მჭიდრო ურთიერთობას ევროპასთან და ამ წინასაარჩევნო პერიოდში თქვენი სტუმრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 


მხარეებმა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებიც განიხილეს, აღინიშნა შვეიცარიის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით ასრულებს. კრისტა მარკვლადერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისთვის.

 


შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი