"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი გუშინ ჯიხასკარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
რულოვსი მიიჩნევს, რომ "შემოგზავნილი ადამიანების მიერ პროვოკაციები ყველა არჩევნებზე ხდება".
მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, ყველა პარტიას უნდა ჰქოდეს შანსი, რომ თავისი პროგრამა, თავისი გეგმები გააცნოს ადამიანს მშვიდ გარემოში.
”ხალხი ძალიან კონკრეტულ პროექტებს ელოდება ჩემგან – თუ რას ვპირდები და როგორე გადავწყვეტ ისეთ საჭიროებების პრობლემებს, როგორიც არის გაზი, წყალი. ეს ყველაფერი აქამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა გაჩერდა 2012 წელს. არაუშავს ჩვენ ამას გავაგრძელებთ. რაც შეეხება პროვოკაციებს და შემოგზავნილ ადამიანებს, ეს ყველა არჩევნებზე ხდება ხოლმე, ეს არ მადარდებს, თუმცა ძალიან მიუღებელია. ეს არის ელემენტარული ზრდილობის ნაკლებობა სამწუხაროდ. „ქართულ ოცნებას“, „პატრიოტთა ალიანსსაც“ და ყველა პარტიას უნდა ჰქოდეს შანსი, რომ თავისი პროგრამა, თავისი გეგმები გააცნოს ადამიანს მშვიდ გარემოში,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
სოფელ ჯიხასკარში გუშინ ახალგაზრდების ჯგუფმა მოსახლეობასთან სანდრა რულოვსის შეხვედრის ჩაშლა სცადა. აღნიშნულს კი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.