Euobserver: „საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გადავადებამ შესაძლოა დამაკნინებელი გავლენა იქონიოს ევროკავშირის როლზე მთლიან რეგიონში“
06-09-2016, 08:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული, როგორიც დღესაა - ის ევროკავშირის სანდო პარტნიორი და პროგრესის ნათელი მაგალითია რეგიონში, რომელიც სტრატეგიულად ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ქლერ მუდი თავის სტატიაში წერს, რომელიც Euobserver-ის ვებ-გვერდზე სათაურით „საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პოლიტიზაცია დაუშვებელია“ გამოქვეყნდა.

 

 

აღნიშნული სტატიის თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

ქლერ მუდის სტატია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა. ავტორი მაღალ შეფასებას აძლევს ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს და იმ შრომასა და ძალისხმევას, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროკაშირის უმკაცრესი კრიტერიუმების შესასრულებლად გასწია. ავტორის აზრით, საქართველო სრულად აცნობიერებს უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას, მაგრამ „უფრო დიდი ევროპა“ სწორედ ევროკავშირის ინტერესებშია, რადგან ეს გულისხმობს საერთო ღირებულებების მქონე ერების ერთიანობას, რაც, საბოლოო ჯამში, სტაბილურობის საწინდარია.

 

 

„საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გადავადება, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ გადაჭარბებითაც კი შეასრულა ევროკავშირის ყველა მოთხოვნა, კითხვის ქვეშ დააყენებს ჩვენს სანდოობას და შესაძლოა დამაკნინებელი გავლენა იქონიოს ევროკავშირის როლზე მთლიან რეგიონში“,- წერს ევროპარლამენტარი.

 

 

ქლერ მუდის აზრით, ევროკავშირმა არ უნდა მისცეს დამატებითი არგუმენტები იმ ძალებს, რომლებიც თვლიან, რომ ევროკავშირი მხოლოდ ცარიელ დაპირებებს იძლევა. დაპირებებს შესრულება სჭირდება - წერს სტატიის ავტორი, მით უფრო, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის რეპუტაცია მაღალია, ხოლო მისი მიღწევები ადამიანის უფლებათა დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით - საკმაოდ შთამბეჭდავი.

 

 

„საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული, როგორიც დღესაა - ის ევროკავშირის სანდო პარტნიორი და პროგრესის ნათელი მაგალითია რეგიონში, რომელიც სტრატეგიულად ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის“ - წერს ქლერ მუდი და დასძენს, რომ ვიზალიბერალიზაცია ტექნიკური პროცედურაა და დაუშვებელია მისი პოლიტიზაცია. თუმცა, მაშინაც კი, თუ საკითხს პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ, „ყველა პოლიტიკური არგუმენტი საქართველოს მხარდაჭერისა და მასთან პარტნიორობის განმტკიცების სასარგებლოდაა“,-ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი