დავით საგანელიძე: საპარლამენტო სიის შედგენისას ბევრი ხარვეზი იყო დაშვებული
21-02-2015, 08:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით, კოალიცია "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის შედგენისას "ბევრი ხარვეზი" იქნა დაშვებული და "ის ადამიანები, ვინც "ოცნების" პრინციპით შევიდნენ პარლამენტში დღეს "ოცნების" პირველი მოწინააღმდეგეები არიან".

 


აღნიშნული განცხადება საგანელიძემ კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 


"აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების მიზეზი არის ის, რომ გარკვეული პირები შერჩეულნი და რეკომენდირებულნი იყვნენ იმ პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც დღეს აღარ არიან პარლამენტის უმრავლესობაში. შესაბამისად, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავიანთი პირადი ურთიერთობები, გავლენები, პირადი დამოკიდებულება გადაიტანონ საბჭოს მუშაობაში. ბევრი ცდილობს, რომ იქ მართოს პროცესები, თუმცა კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ დავასახელებ. საპარლამენტო სიის შედგენის დროს იყო თავიდან ბევრი ხარვეზი დაშვებული, რაც გამოჩნდა კიდეც. ის ადამიანები, ვინც "ოცნების" პრინციპით შევიდნენ პარლამენტში დღეს "ოცნების" პირველი მოწინააღმდეგეები არიან. შესაბამისად, ამან არა მარტო პარლამენტში, არამედ რეგიონებშიც ჰპოვა ასახვა", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი