საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი განიხილეს და აღნიშნეს საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობა.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვდა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან კრისტა მარკვალდერთან, რომელიც საქართველოში 2016 წლის 6-7 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს და შვეიცარიის კონფედერაციას შორის აქტიური თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობას, საქართველოს რეგიონებსა და შვეიცარიის კანტონებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო, პარტნიორულ ურთიერთობებს, ასევე, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობას.
„ჩვენ ახალ დონეზე გადავიყვანეთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ქვეყნებს შორის მოქმედებს საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს მზაობას, იყოს სანდო პარტნიორი ინვესტიციების და საკუთრების დაცვის სფეროში შვეიცარიის მხრიდან შემოდის მნიშვნელოვანი ინვესტიციები სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროში და ბევრი სხვა მიმართულებით. ასევე ვავითარებთ ექსპორტს შვეიცარიის ბაზარზე“,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
კრისტა მარკვალდერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) გაფორმებული ხელშეკრულება საგრძნობლად შეუწყობს ხელს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას, როგორც შვეიცარიასთან, ისე ხელშეკრულების სხვა მხარეებთან.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე. მიხეილ ჯანელიძემ მადლიერება გამოხატა შვეიცარიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მედიატორობისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.