ირაკლი ოქრუაშვილი: კახა კალაძე ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების პოზიციიდან მებრძვის
06-09-2016, 08:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კახა კალაძე, რომელიც სამი წელია ჩემთან ურთიერთობაშია, ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების პოზიციიდან მებრძვის, - აღნიშნული განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ,,TV პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

 

 

"მაყურებელს რომ კითხვის ნიშანი არ გაუჩნდეს, რა შუაშია კახა კალაძე, მე ერთ ისტორიას მოვყვები. 2013 წელს, საერთოდ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას. მინდოდა ბიზნესში, ენერგეტიკაში რაღაც პროექტის დაწყება – გორში ქარის წისქვილების დამონტაჟება. შესაბამისი წინადადებით მივმართე მას და მისგან სრული იგნორირება მივიღე. ის ხელმძღვანელობდა უშუალოდ ჩემი საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების პროცესს 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. ის ხელმძღვანელობდა ამას, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოებში. ის ხელმძღვანელობდა არჩევნებს მთლიანად გორში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებას მივაღწიე, ის მომპარეს და წამაგებინეს.

 

 

ის ხელმძღვანელობდა გუშინდელ საკრებულოს სხდომაზე ჩემი თანაგუნდელის, ილია მეტრეველის გადაყენებას. მან წინასწარვე იცოდა, რომ თუ ამას გააკეთებდნენ, მე არაფერი ასარჩევი აღარ მექნებოდა, თუ არა ის ნაბიჯი, რომელიც გუშინ გადავდგი....

 

 

მე "ქართულ ოცნებასთან" საკმაოდ კონსტრუქციული ვიყავი და საკმაოდ მკაფიო გზავნილები მქონდა. არ ვაპირებდი ამ დოკუმენტის გასაჯაროებას და არ ვაპირებდი მათ თამაშში შუაში ჩადგომას. მაგრამ თუ იქნებოდა გადაყენებული ჩემი თანაგუნდელი, მე სხვა არაფერი მრჩებოდა. გუშინ გადააყენეს ჩემი თანაგუნდელი და მე სხვა გზა აღარ დამრჩა", –განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი