„აჭარა ჯგუფის“ მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორის, ოთო ბერიშვილის განცხადებით, შემოდგომიდან საქართველოში „საჰაერო ტაქსები” „ავიატორის“ სახელით იფრენს.
მისივე ცნობით, ამერიკიდან უკვე შეიძინეს 8-ადგილიანი Beechcraft, რომელიც უკვე საქართველოშია.
საჰაერო ტაქსი იფრენს ყაზბეგის, ბათუმის, სვანეთის და სხვა მიმართულებით, სადაც აეროდრომის შესაძლებლობაა.
ამასთანავე ბერიშვილის ცნობით, ჯგუფი მუშაობს საქართველოში აეროდრომების განვითარებაზეც.
რაც შეეხება მომსახურების ღირებულებასა და საინვესტიციო თანხებს, ბერიშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.