გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველსა და გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
06-09-2016, 09:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში, გენერალ გარი ჯონსონს და გაერთიანებული სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

 


"გენერალს, რომელიც დიდ ბრიტანეთში, უსაფრთხოების საკითხებში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ექსპერტია, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ეროვნული სიტუაციური ოთახის შექმნისა და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სტრუქტურირების პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ბრიტანული მოდელის მიხედვით შექმნილი ეროვნული სიტუაციური ოთახი, სხვადასხვა უწყების მჭიდრო კოორდინაციის საშუალებას იძლევა, რაც ხელს უწყობს კრიზისულ სიტუაციებთან მაქსიმალურად ეფექტურად გამკლავებას. შეხვედრისას ყურადღება უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსაც დაეთმო.

 


გიორგი კვირიკაშვილმა, დიდი ბრიტანეთის ახალ ელჩს საქართველოშ, წარმატებული საქმიანობა უსურვა და ხაზი გაუსვა დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.

 


გენერალი და ელჩი, ასევე, საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგითა და წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდნენ.

 


შეხვედრას საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე დაესწრო", – ნათქვამია მთავრობის ადმინიტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი