ნიკა გვარამია: მუდმივი მოლოდინი, თუ როდის მოვა ფოსტით შეტყობინება ან აღმასრულებელი ან სულაც გასამხედროებული ფორმირება, რომ „რუსთავი 2“ დაიკავოს, არის ტერორი
06-09-2016, 09:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სამაუწყებლო კომპანიის ცენტრალურ შენობაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც არხის მენეჯმენტმა, გენერალურმა დირექტორმა და იურისტთა ჯგუფმა საქმის შინაარსზე ისაუბრეს.

 

 

„მე და ზალიკოს, ანუ „რუსთავი 2“-ის უმაღლეს მენეჯმენტს და იურისტების გუნდს გვინდა, განმარტებები გავაკეთოთ რუსთავი 2“-ის საქმეზე. გვინდა, მკაფიოდ განვმარტოთ, რაშია საქმე.

 

 

პირველ რიგში, ჩვენი მთავარი არგუმენტი ამ საქმეში არა ირაკლი ღარიბაშვილის წარმოდგენილი დოკუმენტია, არამედ ის, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელები არიან აბსოლუტურად მართლები. მათ მიერ სამართლიანად მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და პირველი ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არის უკანონო, კეთილსინდისიერი მყიდველისთვის ქონების ჩამორთმევა არ ხდება“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა უზენაეს სასამართლოს მიმართა.

 

 

„მივმართავ უზენაეს სასამართლოს, რომელიც იხილავს ამ სარჩელის დასაშვებობას ზეპირად მოსმენის გარეშე. 4-დან 1 კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო, რომ საქმეზე წარმოება დაიწყოს. ჩვენი კი ოთხივეს აკმაყოფილებს. მივმართავ ამ კოლეგიას, მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სწრაფად, ნუ გვამყოფებენ ტერორის ქვეშ.

 

 

ის, რასაც უზენაესი სასამართლო აკეთებს, არის ტერორი „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების და მისი მაყურებლების წინაშე. მუდმივი მოლოდინი, თუ როდის მოვა ფოსტით შეტყობინება ან აღმასრულებელი ან სულაც გასამხედროებული ფორმირება, რომ „რუსთავი 2“ დაიკავოს, ეს არის ტერორი, რომელსაც აწარმოებს უზენაესი სასამართლო“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

გვარამიას თქმითვე, ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის გაფორმებული დოკუმენტი ადასტურებს, რომ ხალვაში ტელეკომპანიის რეალური მფლობელი არ ყოფილა. 

 

 

„ეს არ არის ჩვენი მთავარი კოზირი მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტს თავისი ფასი და მნიშვნელობა აქვს. ამით დასტურდება, რომ ქიბარ ხალვაში რეალურ მფლობელს არ წარმოადგენდა. მისი უფლებები ვერ შეილახებოდა იმიტომ, რომ ის ამ ქონებას არასდროს არ ფლობდა“, - განაცხადა გვარამიამ.

 

 

კომენტარები: 1
#1   თამარა
      
როგორ მიხარია თქვენი წამება...აი ესე უნდა ელოდოთ...რომ მოჰქონდათ შეტყობინების ფურცლები და ხელში კი არ მაბარებდნენ.მტელს უბანში კედლებზე აკრავდნენ...როგორ მიხარია...აღმასრულებელი ზუსტად იმ დღეს მოვიდნენ ბავშვს რომ ვაცილებით უცხოეთში...როგორ მიხარია...თქვენ ის ხართ ჩემს სახლს წინასწარ რომ იყოფდით ...ხომ დავტოვეთ პირში ჩალაგამოვლებული...თქვენ ის ხართ 20 მეასედი მიწის ნაკვეთი ყიდვა გაყიდვის აქტით შუაღამეს რომ სხვაზე გადააფორმებინეთ ჩემ ქმარს...მაშინ ვიზეიმებ საქართველოც რომ მოგენატრება როგორც მე მენატრებოდა სხვის ბალიშსში თავჩარგული რომ ვტიროდი...აი ესე ჯერ სად ხარ...მთავარი წინ გაქვს
7 სექტემბერი 2016 06:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი