იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, განცხადებით, საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ტერორისტული აქტების წინასწარ აღკვეთა ხდება და შესაბამისად, მინისტრი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მსგავსი უწყებების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.
„ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც ტერორისტული აქტები კი არ ხდება, არამედ ხდება მათი აღკვეთა წინასწარ. ამისათვის მუხლჩაუხრელად მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ამ და სხვა ძალოვანი სტრუქტურების უსაფუძვლო კრიტიკა და მე ვიტყოდი ხშირ შემთხვევაში დისკრედიტაციაც“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.