უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო, ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ „სერიოზული სანქციების“ დაწესებაზე ფიქრობს, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას ქერიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ობამა უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახის იქნება ეს სანქციები.
ქერიმ მოსკოვი „ლაჩრულ საქციელში“ დაადანაშაულა და თქვა, რომ კრემლის ქმედებები მეამბოხეების მხარდაჭერასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძირის გამოთხრას ემსახურება.
თუმცა როგორც კრემლის სპიკერმა განაცხადა, სანქციების დაწესება უკრაინის კრიზისის გადაწყვეტას არ დაეხმარება.
ამ თვეში, მინსკში ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეული შეთანხმება ხშირად იდგა კოლაპსის წინაშე, თუმცა ტყვეების გაცვლა, რაც ფრონტის წინა ხაზზე განხორციელდა, აღნიშნული შეთანხმების შესრულების გზაზე პირველი და უმნიშვნელოვანესი საკითხია.
უკრაინის პრეზიდენტმა „თვითერზე“ დაწერა, რომ 139 უკრაინელი სამხედრო პირი გათავისუფლდა. მედიის ინფორმაციით, ისინი 52 მეამბოხეზე გაცვალეს. უკრაინის ოფიციოზის განცხადებით, უახლოეს დღეებში კიდევ ერთი ჯარისკაცი გათავისუფლდება ტყვეობიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.