თბილისში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველი კრიზისული ცენტრი გაიხსნა
06-09-2016, 10:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების პირველი კრიზისული ცენტრი გაიხსნა.

 

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, კრიზისული ცენტრი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვისაა განკუთვნილი. ცენტრი დამოკიდებულ პირებთან ერთად 14 ბენეფიციარზეა გათვლილი და შშმ პირებისათვის სრულადაა ადაპტირებული.

 

 

„ეს იყო მნიშვნელოვანი რგოლი, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ოჯახური ძალადობის მიმართულებით, სრულად გამართულიყო“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

 

 

ცენტრი ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ მოლი ლიენთან და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ ერიკა კვაპილოვასთან ერთად გახსნა.

 

 

დავით სერგეენკომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა და ყურადღება იმ სერვისებზე გაამახვილა, რასაც კრიზისულ ცენტრში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იურიდიული სტატუსის მინიჭებამდე მიიღებს.

 

 

„ორი წლის წინ, სახელმწიფომ შეიმუშავა სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა, რომელშიც ჩართული იყო სხვადასხვა უწყება, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო და ამ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში მთელი რიგი აქტივობები განხორციელდა. დღეს ცენტრის გახსნა, სწორედ ამ გეგმის ნაწილია. ეს არ იქნება თავშესაფარი, ეს იქნება ცენტრი, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, მივიდნენ ყოველგვარი იურიდიული და მსხვერპლის სტატუსის მინიჭების გარეშე და მიიღონ მთელი რიგი სერვისები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

 

გაეროს ქალთა ფონდის ხელმძღვანელმა კრიზისული ცენტრის გახსნა და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაფასა.

 

 

„პროგრესი თვალსაჩინოა, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონმდებლობასა და საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგებაში. მიღებული იქნა კანონი და სამოქმედო გეგმა. ეს მნიშვნელოვანი ილუსტრაციაა იმ პროგრესის, რაც საქართველოში ამ მიმართულებით იქნა მიღწეული“, - განაცხადა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ერიკა კვაპილოვამ.

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ფონდი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას, კანონიერი ინტერესების დაცვას, თავშესაფრით უზრუნველყოფას, იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო მომსახურებების მიწოდებას უზრუნველყოფს და მათ საზოგადოებაში რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

 

 

„თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრის სარემონტო სამუშაოები ფონდის საბიუჯეტო სახსრებით შესრულდა და ფართი შესაბამისი ინვენტარით გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში აღიჭურვა“,-ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

გახსნის ცერემონიას სახელმწიფო ფონდის დირექტორი თამილა ბარკალაია, შსს სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის, შვედეთის საელჩოს, გაეროს ქალთა ფონდის და სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი