საქართველოში ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლები იმყოფებიან
06-09-2016, 10:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში სამდღიან ოფიციალურ ვიზიტად ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლები იმყოფებიან. დელეგაციას ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაური, ბრიგადის გენერალი მეელის კილი ხელმძღვანელობს.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლებს დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ უმასპინძლა.

 

 

"გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეზერვის საკითხზე და ამ მიმართულებით ესტონური გამოცდილების გაზიარებაზე იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.

 


დღესვე, ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლები ეროვნული გვარდიის უფროსს, ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძეს შეხვდნენ. ეროვნული გვარდიაში მისულ სტუმრებს უწყების სტრუქტურა გააცნეს და მათთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

 


დღის ბოლოს სტუმრები თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში გაემგზავრებიან. ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელსაც შეხვდებიან", –ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი