გიორგი მღებრიშვილი დემურ სტურუას გარდაცვალებაზე: თუკი სამართალდამცველთა მხრიდან ნებისმიერი გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს
06-09-2016, 12:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. „დღეს დავბრუნდი საქართველოში. როგორც ცნობილია ვიმყოფებოდი გერმანიაში და მინდა გამოვეხმაურო ბოლოდროინდელ ფაქტებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს უკავშირდება. პირველ რიგში, მე უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ დემურ სტურუას გარდაცვალების გამო. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია - როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ისე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, თანამდებობის პირების ოჯახის წევრები თუ სამართალდამცველები. ჩვენ არ დავუშვებთ არც ერთი მოქალაქის უფლების ხელყოფას. იმ შემთხვევაში, თუკი სამართალდამცველთა მხრიდან ნებისმიერი გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება არის და ყოველთვის იქნება ადეკვატური. ჩვენი ვალია გამოვავლინოთ ნებისმიერი კონკრეტული შემთხვევა, რათა ამან არ მიიღოს სისტემური ხასიათი, პასუხისმგებლობა კონკრეტულ გადაცდომაზე ეკისრება კონკრეტულ პირს. ის, რომ ამან სისტემური ხასიათი არ მიიღოს და ტენდენციად არ იქცეს, ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა მღებრიშვილმა. ამის პარალელურად მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ დაიცავს ყველა მართალ პოლიციელს. „აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მოხდეს კეთილსინდისიერი სამართალდამცველების დემოტივაცია, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ჩვენი უსაფრთხოების ხარისხზე“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

  


მინისტრმა ყველას მოუწოდა, განცხადებების გაკეთებისას ნუ მიაყენებენ ჩრდილს მთელს ინსტიტუტს. „დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მოხდეს კეთილსინდისიერი სამართალდამცველების დემოტივაცია, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ჩვენი უსაფრთხოების ხარისხზე. ჩვენს სისტემაში 40 ათას პოლიციელამდე მუშაობს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა თავისი ქვეყნის პატრიოტი და პროფესიონალია. ეს ადამიანები თქვენი, თქვენი ოჯახების - შვილების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან 24 საათის განმავლობაში, ამიტომ მოვუწოდებ ყველას: ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას ნუ მიაყენებთ ჩრდილს მთელ ინსტიტუტს, რადგან თქვენი პოლიცია იმსახურებს პატივისცემას“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

 

 

შს მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისტემა, როგორც არასდროს ორიენტირებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე. „მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხოლო პოლიციელი ჩემთვის იყო და არის გმირი. შესაძლოა ამ ფრაზის გამო ოპონენტებმა ოპონირება გაგვიწიონ კონკრეტული შემთხვევების ან შესაძლო გადაცდომების მოშველიებით, მაგრამ უდიდეს შეცდომად მიმაჩნია ერთეული შემთხვევების განზოგადება მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მასშტაბით. ადამიანებმა, რომლებიც შეგნებულად უტევენ ამ ინსტიტუტს, ძალიან კარგად იციან, რომ პოლიცია ქვეყნის უსაფრთხოების ფუნდამენტია და მისი დაკნინება შეასუსტებს თავად ქვეყანას“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი