თინა ხიდაშელი: პირველი შეცდომა მაშინ დაუშვა "ქართულმა ოცნებამ", როდესაც ყველაფრის საზომად გამოიყენა ძალიან ცუდი წლები
06-09-2016, 15:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი შეცდომა მაშინ დაუშვა "ქართულმა ოცნებამ", როდესაც ყველაფრის საზომად გამოიყენა ძალიან ცუდი წლები, – აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და "რესპუბლიკური პარტიის" ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თინა ხიდაშელმა "რუსთავი 2"–ის გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.

 

 

ხიდაშელმა ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი არ გრძნობს პასუხისმგებლობას არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

 

 

"ქართული ოცნება" დღესაც ამ პოლიტიკას აგრძელებს. ის გვთავაზობს ორ პოლარულ სამყაროს, სადაც ძალიან ცუდზე რევანშის აღებას ცდილობს. ჩვენ ეს რევანში 2012 წელს უკვე ავიღეთ. 2012 წელს ყველაფერი ცუდის გამო უთხრა "ნაცნოძრაობას" ქართველმა ხალხმა უარი. 2013–2016 წლებში "ქართული ოცნება" ისევ იმ ენაზე გვესაუბრება. სტატისტიკა ცუდი მეგობარია, როდესაც მთელი ქალაქი დაზაფრულია და ითხოვს პასუხებს. ჩვენ მოვისმინეთ დღეს შს მინისტრის ძალიან დაგვიანებული პრესკონფერენციაც. როდესაც მთელი ქვეყანა ფეხზე იდგა დემურ სტურუას თვითმკვლელობის გამო, მისი დედის ცემის გამო, დღეს გვეუბნება შს მინისტრი პირველ სიტყვას.

 

 

იცით რატომ? ის არ გრძნობს პასუხისმგებლობას და არ განიცდის ამას. ის არ თვლის, რომ ამ ხალხის მინისტრია. ის ერთი ადამიანის დანიშნული მინისტრია და ეს მუდამ ასე იქნება. შინაგან საქმეთა მინისტრები მუდამ ასეთები იქნებიან საქართველოში, სანამ არ დასრულდება ეს მანკიერი წესები ქვეყანაში ხალხთან პასუხისმგებლობის არმქონე ადამიანების. ჩვენ რომ სხვანაირი შს მინისტრი გვყავდეს, რომელსაც ეცოდინება რომ ხვალ მისი ბედი ხალხზე ჰკიდია, ის გაცილებით უფრო ადეკვატური იქნებოდა", – განაცხადა ხიდაშელმა.

 

კომენტარები: 3
#3   ნ.კ
      
ძალიან ცუდი წლები?? ხო ძალიან კარგი იყო 2003 წლამდე და მერე გახდა ცუდი? თან იმასაც ამბობს ნარჩემაშვილის დროს საშინელებები ხდებოდაო, ჩამოყალიბდით რა მარტო რესპუბლიკელეები კი არა დანარჩენებიც
7 სექტემბერი 2016 05:06
#2   ჯუმბერ ქირია
      
შენ ვინ დაგნიშნა მინისტრად, შე ნაბოზარო, ერთმა კაცმა არ დაგნიშნა...?! პირველი შეცდომა კი, თქვენი, რესპუბლიკელი ბოზების ხელისუფლებაში მოთრევა იყო...
6 სექტემბერი 2016 18:18
#1   ჯჰგოიულ
      
სააკასჰვილმა იმდენი დაასჰავა რომ რესპუბლიკელებმაც უნდა მოხიონ მაგის გულისტვის ბისჰტი მას.
6 სექტემბერი 2016 16:13
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი