გიორგი გუგავა: დღეს პოლიტიკურ პარტიებს ოპონირებას უწევს არა "ქართული ოცნება", არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ე.წ. სუს–ი
06-09-2016, 15:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს პოლიტიკურ პარტიებს ოპონირებას უწევს არა "ქართული ოცნება", არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ე.წ. სუს–ი, –აღნიშნული განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ "რუსთავი 2"–ის გადაცემაში" არჩევანი" წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას გააკეთა.

 

 

გუგავას შეფასებით, სუს–ი მიმრთულია მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნისკენ.


"სწორედ ის ატერორებს ბიზნესმენებს, რომ არ გაეკარონ პოლიტიკურ პარტიებს. კონკრეტულად, ჩვენს შემთხვევაშიც, "ლეიბორისტული პარტიის" შემთხვევაშიც – რომ არ მოხდეს თანხის ჩარიცხვა. ისინი გავლენას ახდენენ ჩვენს მიერ წარდგენილ კანდიდატებზე, საარჩევნო კომისიის წევრებზე. ისინი მთელ ტექნიკურ–ოპერატიულ საშუალებებს იყენებენ იმისთვის, რომ განახორციელონ ფარული და ღია თვალთვალი.


ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ გასაჯაროვდეს, სუს–ის თანამშროლები. ყველა ჩვენთაგანმა უნდა იცოდეს ვინ არიან ეს ადამიანები, რა მიმართულებით მუშაობენ, რას ახორციელებენ. რატომ არ მუშაობენ იგივე ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, ამ ოპერატიულ–ტექნიკურ საშუალებებს რატომ არ იყენებენ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. და რატომ არის ეს ყველაფერი მიმართული პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ამას მივაღწევთ და გასაჯაროვდება მათი სახელები და მათი გვარები", – განაცხადა გიორგი გუგავამ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი